4-10-2021
საიდან შემოვიდა სააკაშვილი, ძალიან მალე ჩვენს მოსახლეობას დეტალურად მოვუყყვებით, მაგრამ მოუყვება არა პრემიერ-მინისტრი, არამედ ჩვენი საგამოძიზებო უწყებები", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიუბაშვილმა განაცხადა.
პრემიერის თქმით, არავითარი კითხვა მისი მართლმაჯულების წინაშე წარდგენასთან დაკავშირებით არ იქნება, და ეს მოხდება უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად.
„მას შემდეგ, რაც ციხეში აღმოჩნდა ვაჟბატონი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რამდენად საშიშ ადამიანთან გვაქვს საქმე. თვითონ საშიშ კი არ არის, ავად არის ეს კაცი, ჩვეულებრივი ავადმყოფია და მას სჭირდება მკურნალობა. კატარსტოფაა, რომ ეს კაცი იყო პრეზიდენტი 9 წლის განმავლობაში. შემთხვევითი არ არის,რომ 9 წლის განმავლობაშ არყევდა ქვეყანას და ახლა ბოლო 9 წელი. 18 წელია არყევს ქვეყანას და ეს კაცი მუდმივად არის დესტაბილიზაციის წყარო. დამისახელეთ რევოლუციით მოსულ კაცს, ვის მოუტანია შენება და პროგრესი. მოიტანა ნგრევა და ომი, ტერიტორიები დაკარგა, ადამიანები ჩახოცა, ათასობით ადამიანი დასაჯა და გააუბედურა. ესშმაკი არ ასვენებს ამ ადამიანს და იქნებ ციხეში დაისვენოს.
ჩვენთვის ტვირთი და გამოწვევა სააკაშვილი იყო იუთუბ არხებზე ჩართვებიით და ტელეხიდებით. რატომ? ერთი, რომ უკრაინასთან გვიფუჭებდა ურთიერთობას და მეორე - ყველა დაიღალა. დაიღალა მთელი ქვეყნის მოსახლეობა. სააკაშვილი ან უნდა დაგვეწირა, ან წასულიყო პოლიტიკიდან. ეს კაცი პოლიტიკიდან არ მიდის, ბოდიშს არ იხდის,მ არ ითხოვს შეწყალებას. მადლობა მიშას, რომ ჩამოვიდა თავისი ფეხით და თავისი ნებით საქართველოში.
ვფიქრობ, რომ იდეალურად დაჯდა და დავსვით ყველაფერი, ვინაიდან, „ნაციონალური მოძრაობა" ამის შემდეგ როგორ უნდა განვითარედეს, ვერ წწარმომიდგენია. ბოლო იმედი იყო სააკაშვილი. ბოლო რესურსი ჩადეს ამ არჩევნებისთვის. ჩამოვიდა და პირდაპირ ციხეში შევიდა, ისე, რომ ვერაფერი გააკეთა. მე ვფფიქრობ, რომ ის ძალიან კომფორტულად იქნება. ჩვენ მაქიმალურ კომფორტს შევუქმნით მას ციხეში და არავითარი კითხვა მისი მართლმაჯულების წინაშე წარდგენასთან დაკავშირებით არ იქნება, ჩვენ ამას გავაკეთებთ უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად. ჩვენ ისე არ მოვექცევით და ავექცევით ოპონენტებს, როგოირც ისინი იმსახურებენ და ექცეოდნენ თავის ოპონენტებს, მაგრამ ჩვენ ვართ დემოკრატია, აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესია და პირველივე საათიდან ადვოკატიც შევიდა, მნახველებიც ყავს და პრობლეემა არ იქნება არავითარი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.