გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა ქალბატონ პრეზიდენტს ძალიან ღირსეული პოზიციისთვის მადლობა გადავუხადო

4-10-2021

მინდა ქალბატონ პრეზიდენტს ძალიან ღირსეული პოზიციისთვის მადლობა გადავუხადო, მან იმავე დღეს დაასრულა სპეკულაციები და ბეჭედი დაუსვა სააკაშვილის შეწყალება-არ შეწყალებასთან დაკავშირებით საკითხს- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილი არასერიოზული და ბოროტი კაცია, რომელსაც ძალიან ბევრი ბოროტება აქვს ჩადენილი ქვეყნის და ხალხის წინაშე.


"სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, სააკაშვილი სრულად მოიხდის სასჯელს, დღეის მდგომარეობით მას 6 წელი აქვს მისჯილი, ბოლო ინსტანციით არის გამყარებული მისი ეს ბრალი და სასჯელი. მე მინდა აქვე შემთხვევით ვისარგებლო და ქალბატონ პრეზიდენტს ძალიან ღირსეული პოზიციისთვის მადლობა გადავუხადო. მან იმავე დღეს მთელი სპეკულაცია დაასრულა, ბეჭედი დაუსვა სააკაშვილის შეწყალება-არ შეწყალებასთან დაკავშირებით. სააკაშვილი მხოლოდ არასერიოზული არ არის, ბოროტი კაცია, ძალიან ბევრი ბოროტება აქვს ჩადენილი ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე.


მე მინდა ჩვენს მოსახლეობას გავახსენო, რა საქმეებზეა გასამართლებული ეს არასერიოზული კაცი: გირგვლიანის მკვლელობა, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი- მკვლელობის, შეკვეთილი მკვლელობის, კაცი გადარჩა, თორემ შეიძლებოდა გარდაცვლილიყო, ვის შეეძლო ამ გარანტიის მიცემა?! "იმედის" დარბევის საქმე და ეს უზარმაზარი, ძალიან რთული საქმეა, რაც ამ ტელევიზიაში მოხდა, 7 ნოემბერი, ათასობით ადამიანი დაზარალდა, მათ შორის თქვენი ტელევიზიაც და აშ.. არის კიდევ სხვა საქმეებიც, მათ შორის ფულის გაფლანგვის საქმეები და ახლა დაემატა მეხუთე საქმე, საზღვრის უკანონო კვეთა. ეს ჩვეულებრივი, 5 წლამდე სასჯელს ითვალისწინებს",-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930