გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: ცესკო ასახავს ობიექტურ რეალობას, ხოლო პარტიებმა უნდა იზრუნონ, რომ პოლიტიკური გემოვნება სათავისოდ შეცვალონ

5-10-2021

ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, არჩევნების შეფასებებთან დაკავშირებით და წერს:


,,მთავარი საერთაშორისო არბიტრებისგან განსხვავებით, გვესმის რადიკალურად განსხვავებული შეფასებები ამ არჩევნებზე.


უკმაყოფილების მთავარ მუხტია თუ რატომ ამდენი ხმა "ნაცებს"?


სამწუხაროდ, ესაა დემოკრატია და პოლიტიკური განწყობების რეალურად ასახვა, რაც ცესკომ შეარულა პროფესიონალურად.


საარჩევნო ადმინისტრაციას ნუ მოვთხოვთ იმას თუ რატომაა ამგვარი პოლიტიკური პრეფერენციები საზოგადოებაში. ცესკო ასახავს ობიექტურ რეალობას, ხოლო პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ პოლიტიკური გემოვნება სათავისოდ შეცვალონ.


ცალკეული დასავლელი პოლიტიკოსების შეშფოთება კი იმ წინაა სერიიდანაა - საქართველოში "ამერიკულ ბიზნესს ავიწროებენ".


Give me a break!
ეუთო/ოდირის შეფასებები ნახეთ აშშ-ზე და ბრიტანეთზე" - განაცხადა გია აბაშიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31