გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივნისი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელი საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობას პირადად გაეცნო

7-10-2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საჯარო სკოლებს ეწვია და პირადად გაეცნო სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის თვალსაზრისით არსებულ ვითარებას.


მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პანდემიის ფონზე სასწავლო პროცესის ბუნებრივ გარემოში, საკლასო ოთახებში დაბრუნება ძალიან დიდი მიღწევაა, რომელსაც შენარჩუნება სჭირდება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ზედმიწევნით იყოს დაცული სამედიცინო პროტოკოლი და მასწავლებლების მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად გაგრძელდეს.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფილია შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით. ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსების მარაგი სკოლებისთვის მთელი სასწავლო წლისათვის არის საკმარისი.შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო და კერძო სკოლაში, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30