გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტი ადასტურებს, რომ NATO ალიანსში საქართველოს გაწევრიანების მისწრაფებებს მხარს უჭერს

7-10-2021

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტი ადასტურებს, რომ NATO ალიანსში საქართველოს გაწევრიანების მისწრაფებებს მხარს უჭერს- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს.


მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, ალიანსთან თანამშრომლობის კონტექსტში მიღწეული წინსვლა და გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში საქართველოს აქტიური ჩართულობა განიხილეს.


„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან. მისი ვიზიტი ადასტურებს, რომ NATO ალიანსში საქართველოს გაწევრიანების მისწრაფებებს მხარს უჭერს.


შეხვედრაზე განვიხილეთ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, ალიანსთან თანამშრომლობის კონტექსტში მიღწეული წინსვლა და გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში ჩვენი აქტიური ჩართულობა",- წერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31