გაიგე განსხვავებული

პარასკევი, მაისი 30, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი ბრეგაძე სააკაშვილზე: გატარდება ყველა ღონისძიება, რაც ესაჭიროება პატიმრის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას

11-10-2021

იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, სააკაშვილი, როგორც მოშიმშილე პატიმარი იმყოფება მუდმივი დაკვირვების ქვეშ და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


„თუკი დადგება ამის საჭიროება, ჩვენი სამედიცინო, ძალიან კვალიფიციური პერსონალის მიერ გატარდება აბსოლუტურად ყველა ღონისძიება, რაც ესაჭიროება პატიმრის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას", - განაცხადა მინისტრმა.


რატი ბრეგაძის თქმით, პენიტენციურმა სამსახურმა პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ განცხადება იმ ცრუ ინფორმაცის საპასუხოდ გააკეთა, რაც დღის ბოლოს გავრცელდა.


მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გუშინ, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ გაკეთა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაშია და ის იღებს ყველა დანიშნულ მედიკამენტს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031