გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, მაისი 28, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის სოფლებში გარე გამოყენების ფიტნესტრენაჟორები მონტაჟდება

12-10-2021

კასპში 8 ერთეული გარე გამოყენების ფიტნესტრენაჟორების კომპლექტის მოწყობის სამუშაოები დასრულების პროცესშია.


ფიტნეს ტრენაჟორები - ხ სოფელში (ოკამი, ლამისყანა, მეტეხი) 5 კი ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე (გ. სააკაძე, მ. კოსტავა, შ. რუსთაველი, გ. მაზნიაშვილი და ალ. ყაზბეგი) ეწყობა.


პროექტი ითვალისწინებს სავარჯიშო მოედნის, ფანჩატურის და სპორტული ტექნიკის მოწყობას.


პროექტი კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება რომელსაც შპს „ჯეოპარკი“ ახორციელებს.


„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გარე გამოყენების ფიტნესტრენაჟორები მოეწყო სოფელ მრგვალი ჭალაში, ზემო რენეში, სასირეთსა და სოფელ ქვემო ჩოჩეთში. სპორტული სივრცის - ფიტნესის ტრენაჟორების მოწყობის მიზანი მუნიციპალიტეტში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ხელშეწყობაა - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031