გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
OFCOM- მა ონლაინ პლატფორმებს სიძულვილის ენის შემცველი ვიდეოების რეგულირების წესები დაუდგინა

12-10-2021

ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ (OFCOM) მომხმარებლების სიძულვილის ენის შემცველი ვიდეოების მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, იმ სოციალური პლატფორმების რეგულირების წესები შეიმუშავა, რომლებსაც ვიდეო გაზიარების ფუნქცია აქვთ. კერძოდ, OFCOM-ის მიერ შემუშავებული წესების თანახმად TikTok, Snapchat, Vimeo და Twitch -ვალდებული იქნებიან დაიცვან თავისი მომხმარებლები მავნე ზეგავლენისგან. OFCOM ახალი რეგულაცია, მომხმარებლების დაცვასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის ბალანსს ეფუძნება.


ახალი წესების თანახმად, ვიდეო გაზიარების პლატფორმები, მათ შორის TikTok, Snapchat, Vimeo და Twitch - ვალდებულნი არიან მიიღონ ზომები 18 წლამდე ასაკის მომხმარებელთა პოტენციურად მავნე ზეგავლენის მქონე შინაარსის ვიდეოებისგან დასაცავად. ამასთან, მათ უნდა დაიცვან ყველა მომხმარებელი ვიდეოებიდან, რომელიც სავარაუდოდ წაახალისებს ძალადობას ან სიძულვილს, ასევე გარკვეული სახის კრიმინალურ შინაარსს.


OFCOM-ის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, მომხმარებელთა მესამედმა განაცხადა, რომ სიძულვილის შემცველ შინაარსთან ჰქონია შეხება.


მომხმარებელთა მეოთხედი აცხადებს, რომ შეხება ჰქონდათ ძალადობრივ ან შემაშფოთებელი შინაარსის ვიდეოებთან; ხოლო ხუთიდან ერთ მომხმარებელს შეხება ჰქონია ისეთ ვიდეოებთან, რომელიც ხელს უწყობს და ახალისებს რასიზმს.


ამასთან, დაწესებულია მოთხოვნა, რომ შეიზღუდოს წვდომა ზრდასრულთა საიტებზე. ხოლო იმ ვიდეო გაზიარების პლატფორმებს, სადაც განთავსებულია პორნოგრაფიული მასალა, უნდა ჰქონდეთ ასაკობრივი შემოწმება, რათა დაიცვან 18 წლამდე ასაკის მოზარდები ასეთ მასალაზე წვდომისგან.


ცალკეული ვიდეოების შინაარსის შეფასება OFCOM-ის ფუნქციას არ წარმოადგენს. წესების დაცვის მიზნით ბრიტანეთის მარეგულირებელი კომისია მუშაობს ონლაინ პლატფორმებთან, რათა მათ სრულად გააცნობიერონ თავიანთი პასუხისმგებლობა. პლატფორმებმა უნდა შეიმუშაონ მძლავრი მექანიზმები რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ადვილად მონიშნონ მავნე ზეგავლენის მქონე ვიდეოები და მოითხოვონ მათი წაშლა.


https://www.broadbandtvnews.com/2021/10/06/ofcom-promises-better-protections-from-harmful-online-video/?fbclid=IwAR3rxz_zs_KwTfXSnzsPVHQifYSjpgScklyNnoZ00Cg9LwaPJuuSnPuE-2E

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930