13-10-2021
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობას.
„ეს არის გამოძახილი იმ პოლიტიკისა, რომელსაც ატარებს ჩვენი აღმასრულებელი ხელისუფლება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ეს არ არის გზავნილი მხოლოდ საქართველოსთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის, ეს არის რეგიონული მესიჯი, რომ ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და ვართ ერთმანეთის გვერდში, როგორც ავღანეთში, ასევე ჩვენს რეგიონშიც“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.