გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აგრარული მიმართულებით სტუ-ს მაგისტრანტები ორმაგი ხარისხის ქართულ -ფრანგულ დიპლომს აიღებენ

13-10-2021

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტებს აგრარული მიმართულებით ორმაგი, ქართულ-ფრანგული დიპლომის აღების შესაძლებლობა ექნებათ, რაც უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციას გაზრდის და მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით საქართველოს მსოფლიო დონეზე სასწავლო და სამეცნიერო სფეროში წარმოაჩენს.

 

ორდიპლომიანი სამაგისტრო პროგრამის „მევენახეობა და ენოლოგია“ დასანერგად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტსადა ფრანგული უნივერსიტეტის,სუპაგრო მონპელიეს წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი ესწრებოდა.

 

მინისტრის მოადგილემ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცისინტერნაციონალიზაციის მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა მეღვინეობა-მევენახეობის სფეროში. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ ორმაგი ხარისხის დიპლომი, რომელიც აღიარებულია ევროპული საგანმანათლებლო სივრცის მიერდა გახდნენ კონკურენტუნარიანები საერთაშორისო ბაზარზე. ნუნუ მიცკევიჩის თქმით, აღნიშნული პარტნიორობა პროფესორ-მასწავლებლებსა და მეცნიერებსაცმისცემს შესაძლებლობას, ითანამშრომლონ ფრანგ კოლეგებთან,რომლებიც ასევე წარმოადგენენ ტრადიციული მეღვინეობა-მევენახეობის სკოლას საერთაშორისო სივრცეში:

 

„ჩვენი ისტორიული წარსულიდან გამომდინარე, მოგეხსენებათ, საქართველოში მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით კვლევები ინტენსიურად მიმდინარეობს. შესაბამისად, ორმაგი ხარისხის პროგრამები ჩვენს ახლგაზრდებს მოამზადებს ევროპული სტანდარტებით და სხვა მასშტაბზე გაიყვანს.  ეს იქნება კიდევ ერთი დასტური საქართველოსა  და საფრანგეთის თანამშრომლობის გაძლიერებისა და  ნდობის გაღრმავებისა.დარწმუნებული ვარ,ეს პარტნიორობა ჩვენი მეცნიერების პუბლიკაციებსა და ერთობლივ შრომებს საერთაშორისო მასშტაბით კიდევ უფრო მეტ სანდოობასა და აღიარებას შესძენს“- განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

 

  

ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ფაკულტეტი იმ EmavE კონსორციუმსშეუერთდება, რომლის შემადგენლობაშიც საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, ესპანეთის, პორტუგალიის, შვეიცარიისა და სხვა მევენახეობის ქვეყნები შედიან. 

 

სამაგისტრო პროგრამაზე  ერთი წლის სწავლის შემდეგ, სტუდენტებიმეორეწელს  კონსორციუმის წევრ რომელიმე უნივერსიტეტში გააგრძელებენ სწავლას, რომლის დასრულების შემდეგ ორმაგ დიპლომს მიიღებენ.

 

ხელმოწერის ცერემონიას ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კალასი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საფრანგეთის სუპაგრო მონპელიეს უნივერსიტეტს უკვე სამწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ.სტუ-ს სტუდენტებს გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, შესაძლებლობა აქვთ მონპელიეს უნივერსიტეტში განაგრძონ სწავლა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930