გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონში პროექტის "დაგეგმე შენი ბიუჯეტი" ფარგლებში, შემდეგ ეტაპზე 37 წინადადებიდან 7 იდეა გადავიდა

18-10-2021

ონის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა, 2021 წელს დაიწყო. პროექტი ხორციელდება GIZ-ის ტექნიკური დახმარების მხარდაჭერით და ახორციელებს საკონსულტაციო კომპანია CBI.


პროგრამის მიზანია გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა საჯარო ფინანსების მართვის საქმეში და გაიზარდოს ონის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის ეფექტურობა განსახორციელებელი პროექტების ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტების შესაბამისად შერჩევის გზით.


“დაგეგმე შენი ბიუჯეტი” პროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ 37 საპროექტო წინადადება წარმოადგინა, ხმის მიცემის შემდეგ ეტაპზე 7 იდეა გადავიდა:


მინერალური წყლის ღია ბასეინი - ბექა მაისურაძე


"მინდა წიგნი წავიკითხო თბილ გარემოში" - პროექტი დაგეგმილია სოფელ გლოლაში - ლელა ზაქარაია


სანიაღვრის მოწყობა სოფელ ნიგავზებში - მარიამ მეტრეველი


სპორტული მოედნის რეაბილიტაცია სოფელ ნიგავზებში - სოფიო ბიჭაშვილი


ონში მოედნის სასაფლაომდე მისასვლელი გზა - თეონა ჯაფარიძე


ტურისტულად აქტიურ ადგილებში ბიოტუალეტების დადგმა - მანანა გობეჯიშვილი


საბავშვო სკვერის მოწყობა სოფელ შქმერში - მიხეილ დაუშვილი


პროექტის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტში ხმის მიცემის მომდევნო ეტაპი, 31 ოქტომბრამდე გრძელდება.

პროგრამით გათვალისწინებული გამარჯვებული პროექტების დაფინანსება ხორციელდება ონის მუნიციპალური ბიუჯეტიდან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930