გაიგე განსხვავებული

პარასკევი, აგვისტო 01, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვლადიმერ ბოჟაძე: ტყუილიც არის და ტყუილიც - არც ერთი საჯარო სკოლა ქალაქ თბილისის მერიას არ ექვემდებარება

18-10-2021

,,ისმის კითხვა, რატომ იტყუება ნიკა მელია ასე თავხედურად? პასუხი მარტივია - მას საკუთარ ამომრჩეველზე იმდენად დაბალი წარმოდგენა აქვს, რომ მსგავსი სისულელის გასაღებასაც კი ცდილობს!’’ - წერს ,,ქართული ოცნების’’ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ვლადიმერ ბოჟაძე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით, რადგან ბანერების შინაარსობრივი ნაწილი მუნიციპალიტეტის კომპეტენციას ცდება.


,,ტყუილიც არის და ტყუილიც - არც ერთი საჯარო სკოლა ქალაქ თბილისის მერიას არ ექვემდებარება. ამიტომ ისმის კითხვა, რატომ იტყუება ნიკა მელია ასე თავხედურად? პასუხი მარტივია - მას საკუთარ ამომრჩეველზე იმდენად დაბალი წარმოდგენა აქვს, რომ მსგავსი სისულელის გასაღებასაც კი ცდილობს!!! ამიტომ, აი ამ ტყუილებს ხალხი პასუხს გასცემს 30 ოქტომბერს!!!’’ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე facebook - ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031