19-10-2021
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტი დასრულდა.
ამერიკელი კოლეგა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ გააცილა, ვიზიტისა და მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და წარმატებები უსურვა. პენტაგონის ხელმძღვანელი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის დელეგაციასთან ერთად, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. მას მასპინძლობა საქართვლოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ გაუწია.
საქართველოს თავდაცვის მინისტრთან და პრემიერ-მინისტრთან გამართული ორმხრივი შეხვედრების გარდა, ვიზიტის ფარგლებში ლოიდ ოსტინი სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო ბაზასაც ეწვია. ვიზიტის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად. თავდაცვის მინისტრმა საქართველოს სახელით მადლობა გადაუხადა აშშ-ის მთავრობას, იმ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული, წარმატებული და მზარდი თანამშრომლობისთვის, რაც საქართველოს, როგორც ალიანსის მომავალი წევრის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და ქვეყნის მდგრადობის განმტკიცებას ემსახურება.ა