გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მანდატურის სამსახურში მოსწავლეებისთვის ახალი ონლაინ პლატფორმა befriend.mes.gov.ge ამოქმედდა

19-10-2021

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში ახალი ვებგვერდი - befriend.mes.gov.ge ამოქმედდა, რომელიც საკონსულტაციო ჩატის მეშვეობით, სკოლის მოსწავლეებს და მათთან დაკავშირებულ სუბიექტებს, საჭიროების შემთხვევაში, სრული კონფიდენციალურობის დაცვით კვალიფიციური ფსიქოლოგიურ კონსულტაციას გაუწევს.

 

 ვებგვერდი, რომელიც აქამდე სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებდა, ამჟამად ყოველ სამუშაო დღეს, 09.00 საათიდან 18.00 საათამდე სრული დატვირთვით იმუშავებს.

 

ერთჯერადი კონსულტაციის გაწევის შემდეგ, ფსიქოლოგი, საჭიროების შემთხვევაში, მომსახურების მიმღებს ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სხვა სერვისებსაც შესთავაზებს, რომლებიც, მთელი საქართველოს მასშტაბით, მოსწავლეების და მათთან დაკავშირებული სუბიექტებისთვის სრულფასოვან, მაღალკვალიფიციურ ფსიქოსოციალურ მომსახურებას უზრუნველყოფს.

 

ონლაინ კონსულტირებას ცენტრის მიერ დამტკიცებული პროტოკოლი არეგულირებს.

ახალი ინტერნეტპორტალის პარალელურად, 24 საათიან რეჟიმში ფუნქციონირებას განაგრძობს მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის  ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88.

 

ვებგვერდი befriend.mes.gov.ge მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სხვადასხვა აქტუალურ თემაზე საზოგადოების, განსაკუთრებით - მოზარდების ცნობიერების ამაღლებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031