გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვლადიმერ ჩაჩიბაია: აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს

19-10-2021

„გუშინ საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი. მისი ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა არის უმაღლეს ნიშნულზე. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს", - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" დეპუტატმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.


როგორც დეპუტატმა აღნიშნა, აშშ წლებია აძლიერებს საქართველოს უსაფრთხოებას და თავდაცვისუნარიანობას სხვადასხვა წარმატებული პროექტებითა და მიმართულებებით, როგორიცაა: საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP), ჯავშანსაწინააღმდეგო საშუალებების ჯაველინების გადმოცემა, შეიარაღების და აღჭურვილობის მოდერნიზაციაში მხარდაჭერა და საერთაშორისო სწავლებების ყოველწლიურად მზარდი მასშტაბები, საბრძოლო მოზარდების ცენტრის დაარსება, დაჭრილ-დაშავებული სამხედროებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის აშენება/აღჭურვა.


„ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ თავდაცვის დეპარტამენტს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს თავდაცვისუანრიანობის და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების თაობაზე. აღნიშნული ახალი ინიციატივა დაფუძნებულია საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში მიღწეულ ხელშესახებ პროგრესზე და აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს და გააძლიერებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, შეკავების დონეს და ნატოსთან თავსებადობის ხარისხს", - აღნიშნა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930