21-10-2021
საქართველოს ბანკი ბიზნესპროექტების განხორციელებასა და მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით კომპანია „ჯეო ქონსთრაქშენი“ ახალ მიმართულებას ავითარებს.
განხორციელებული ინვესტიციის შედეგად კომპანია წარმადობის ზრდას, წარმოებული პროდუქციისასორტიმენტის გამრავალფეროვნებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას გეგმავს.
პროექტის ჯამური ღირებულება 690 000 ლარია. ის სრულად საქართველოს ბანკის მხრიდან დაფინანსდა.
„მოხარული ვართ რომ ბანკმა, როგორც სანდო პარტნიორმა, გამოგვიცხადა ნდობა და ხელი შეგვიწყო, წამოგვეწყო ახალი მიმართულებით საქმიანობა. ამ ეტაპზე საწარმოს წარმადობა საათში 60 კუბია, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ამ ციფრს მნიშვნელოვნად გავზრდით. აქტიურად ჩავერთვებით ქარელის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ასევე შიდა ქართლში სამელიორაციო სამუშაოებში, რაც ხელს შეგვიწყობს კიდევ უფრო გავაფართოვოთ ბიზნესი“,- განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა, არჩილ წიწვიანიძემ.
„სასიამოვნოა, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ რეგიონში ბიზნესების გაძლიერებაში. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ბიზნესს, განახორციელოს ეკონომიკურად გამართლებული პროექტები, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები და საბოლოო ჯამში გააძლიეროს და გააჯანსაღოს ქვეყნის ეკონომიკა“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.