გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: საერთაშორისო ბაზრებზე ქართული თხილის მიმართ ინტერესი იზრდება

22-10-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, შვეიცარიის კონფედერაციაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შოკოლადის ერთ-ერთ მსხვილ საწარმოში, კამილ ბლოხის (Camille Bloch) შოკოლადის ფაბრიკაში იმყოფებოდა. ფაბრიკის მფლობელმა, დანიელ ბლოხმა მინისტრს შოკოლადის წარმოების სრული ციკლი თავად გააცნო.


შვეიცარიის ქალაქ ქურთლარში არსებული კამილ ბლოხის ფაბრიკა შოკოლადის ექსპორტს მსოფლიოს უმსხვილეს ქვეყნებში, მათ შორის, გერმანიაში, ავსტრიაში, იტალიაში, საფრანგეთსა და ამერიკის შეერთებულშტატებში ახორციელებს. პროდუქცია გამორჩეული ტექნოლოგიით, თხილით, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკიდან იმპორტირებული კაკაოს მარცვლისგან მზადდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ კომპანიამ საქართველოში ქართული თხილის ბაღების გაშენება დაიწყო, რისთვისაც, ჯამში 15 მლნ ევრომდე ინვესტიციას განახორციელებს და სეზონურად 150-მდე ადგილობრივ მოსახლეს დაასაქმებს.


როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ეს იქნება მაღალტექნოლოგიური სოფლის მეურნეობის პროექტი, რომელიც ქვეყანაში დამატებით ეკონომიკურ და სოციალურ სარგებელს მოიტანს. მისივე თქმით, სახელმწიფოს მიერ გადადგმულმა თანმიმდევრულმა აგროპოლიტიკამ საერთაშორისო ბაზრებზე თხილის სექტორის სანდოობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაზარდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031