გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივნისი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილავიამშენს თურქეთის დელეგაცია სტუმრობდა

22-10-2021

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზურაბ აზარაშვილმა და სააქციო საზოგადოება „თამ“ თბილავიამშენის გენერალურმა დირექტორმა მიხეი ლოღლიშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ თურქეთის დელეგაციას, კომპანია „თუსაშის“ აღმასრულებელ დირექტორს თემელ კოტილოვს და ვიცე-პრეზიდენტს ავიაციის დარგში ატილა დოგანს უმასპინძლეს. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო - თურქეთს შორის თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები განიხილეს, რაც მიზნად ისახავს ერთობლივი საწარმოს დაარსებას და სამხედრო-საჰაერო მრეწველობის განვითარებას.


შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა სს „თამ“ თბილავიამშენის ტერიტორიაზე საფრენი აპარატების სამწყობრო საწარმო დაათვალიერეს, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად საფრენი აპარატების აღდგენა, რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30