გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
25-29 ოქტომბერს კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით მედიაწიგნიერების კვირეული ჩატარდება

22-10-2021

25-29 ოქტომბერს კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, საქართველოში პირველად მედიაწიგნიერების კვირეული ჩატარდება. მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული 2021 წელს გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის ფარგლებში ტარდება. მედიაწიგნიერების კვირეულის მიზანია, გაეროს წევრ ქვეყნებში გაიზარდოს ცნობიერება მედიაწიგნიერების საჭიროებებისა და როლის შესახებ.


მედიაწიგნიერების კვირეულში კომუნიკაციების კომისიასთან ერთად ჩართულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, გაეროს ბავშვთა ფონდი - იუნისეფი, ევროკავშირი, საერთაშორისო ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, უნივერსიტეტები და სკოლები.


კვირეულის ფარგლებში, საერთაშორისო პარტნიორებისა და ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდება ორი კონფერენცია, რომელთა მიზანია ისეთი აქტუალური საკითხების განხილვა, როგორიცაა დეზინფორმაცია, უსაფრთხო ინტერნეტი, სიძულვილის ენა, სიტყვის თავისუფლება და მედიის მიუკერძოებლობის სტანდარტები. ასევე, შეჯამდება მედიაწიგნიერების მიმართულებით საქართველოში განხორციელებული საქმიანობა და პროექტები. გარდა კონფერენციებისა, მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიება მოსწავლეების, სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის თბილისსა და რეგიონებში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930