გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის მერიაში შშმ პირთა საკითხზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა

23-10-2021

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში „ ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხზე მომუშავე საბჭოს“ სხდომა გაიმართა
სხდომაზე განიხილეს ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:1. შშმ პირთათვის ინფრასტრუქტურული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველყოფა. 2. შშმ პირთა თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფა, ასევე შშმ პირთა 2021 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით გაცემული დავალებების შესრულების მდგომარეობა:


ონის მუნიციპალიტეტის მერის დავით ჩიკვაიძის განცხადებით, შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრირებისა და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის მომავალ წელს დაიგეგმება სხვადასხვა ღონისძიებები , რომ ონის მუნიციპალიტეტში მმცხოვრებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა შეძლონ ინდივიდუალური განვითარება და შემოქმედებითი შესაძლებლობების რეალიზება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728