გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: საუკეთესო გამოსავალია არა მხოლოდ „ნარკანის" დროულად მოხმარება, არამედ ის, რომ ნარკოტიკები საერთოდ არ მოვიხმაროთ

25-10-2021

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ანტინარკოტიკული პოლიტიკის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, გასცეს რეკომენდაცია პრეპარატ „ნარკანის" ხელმისაწვდომობის შესახებ ნარკოტიკების ზედოზირების მოხმარების შემთხვევაში, რათა დაზღვეულ იყოს ლეტალური შემთხვევები.


კომიტეტში შექმნილი ანტინარკოტიკული პოლიტიკის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრა იმ პასუხისმგებელ უწყებათა წარმომადგენლებთან შედგა, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული ნარკოპოლიტიკის ფორმატში კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით და დარგის სპეციალისტებთან ერთად პრეპარატ „ნარკანის" სააფთიაქო ქსელიდან გაცემის წესის საკითხზე იმსჯელეს.


„ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ნარკოტიკების ზედოზირების მოხმარების შემთხვევაში, რათა დაზღვეულ იყოს ლეტალური შემთხვევები, ამ დროს საჭირო მოხმარების პრეპარატი ე. წ. „ნარკანი" ხელმისაწვდომი იყოს ყველა აფთიაქში და ის რეცეპტის გარეშე გაიცემოდეს. ვფიქრობ, ეს იქნება საშუალება იმისა, რომ ზედოზირების მოხმარების შემთხვევაში ქვეყანაში შემცირდეს ლეტალობის შემთხვევები. თუმცა, რა თქმა უნდა, საუკეთესო გამოსავალია არა მხოლოდ „ნარკანის" დროულად მოხმარება, არამედ ის, რომ ნარკოტიკები საერთოდ არ მოვიხმაროთ", - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930