გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იოსებ ხახალეიშვილი: ჩვენ გვყავს 13 ათასი სტუდენტი და ვალდებული ვართ, ამ ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებული ინფრასტრუქტურა შევქნათ

25-10-2021

"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.


მორიგი შეხვედრა მერობის კანდიდატმა დღეს ახალგაზრდობის პირველ შესახვევში გამართა და ადგილობრივებთან საუბრისას ვაქცინაციის აუცილებლობაზე ისაუბა.


"ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს. დროს უნდა ვაჯობოთ, რადგან ვაქცინაცია ნიშნავს ფატალური შემთხვევების შემცირებას, საკუთარი თავის და სხვების მოფრთხილებას, ასევე ჩვენთვის მოცემულ მეტ შესაძლებლობას, რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს, ერთმანეთთან ცოცხალ კომუნიკაციას და ახალი პროექტების რეალურ განხორციელებას უფრო ეფექტურად, სიცოცხლისთვის უსაფრთხო გარემოში", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ამასთან, მერობის კანდიდატმა ქუთაისის შესაძლებლობებს გაუსვა ხაზი და ქალაქის როგორც განათლების ცენტრის მნიშვნელობა აღნიშნა.


"საქართველოს ეროვნული იდეა არის განათლება და განათლების ცენტრი - ქუთაისის ხვალინდელი დღეა. სამი უნივერსიტეტის ბაზაზე ჩვენ გვყავს 13 ათასი სტუდენტი და ვალდებული ვართ, ამ ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებული ინფრასტრუქტურა შევქნათ, სადაც შესაძლებელი იქნება გართობის და შემოქმედებითი რესურსების, კლუბური ცხოვრების ხელმისაწვდომობა, რაც მიმზიდველს გახდის ჩვენს ქალაქს სხვა, არა ქუთაისელი ახალგაზრდებისთვისაც", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.


მისივე თქმით, 13 ათასი სტუდენტი ქუთაისის 13 ათასი პერსპექტივაა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930