გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
რუსი პოლიტოლოგი: სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება სასაცილოა, რითაც ასადმა დაამტკიცა, რომ რუსეთის მარიონეტია

3-06-2018

აშშ-ის „კარნეგის ფონდის“ რუსული ფილიალის ექს-ხელმძღვანელი, „ცივილიზაციათა დიალოგის“ ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევების დირექტორი, რუსი პოლიტოლოგი ალექსეი მალაშენკო დარწმუნებულია, რომ კავკასიური რესპუბლიკების აღიარებისაკენ სირიას რუსეთმა უბიძგა.


„ბაშარ ასადის რეპუტაციისა და იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელშიც სირია იმყოფება, რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯი მაინცდამაინც კარგი დიპლომატიური სვლა არაა. ვფიქრობ, ძალიან სასაცილო და სულელური გადაწყვეტილებაა, ვინაიდან ეს მხოლოდ სიცილს იწვევს... აბა, შეხედეთ, ვინ აღიარებს - ნაურუ, ნიკარაგუა... ახლა კიდევ სირია, სადაც რუსული სამხედრო ავიაცია დაფრინავს. ეს სიტუაცია ძალიან საბრალოდ გამოიყურება და რუსეთის პრესტიჟს ურტყამს.


რაც შეეხება სირიელებს, მათთვის სულ ერთია. ბაშარ ასადს პატივს არავინ სცემს. ამით იგი არაფერს წააგებს. უბრალოდ, ასადმა ამით ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მარიონეტს წარმოადგენს"-ამბობს ალექსეი მალაშენკო.


p.s. სტატიის ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: www.newspress.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031