გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: დედაქალაქს შეემატა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბრენდის ფეშენებელური სასტუმრო, რომლის ღირებულება 40 მილიონ დოლარს შეადგენს

26-10-2021

ნამდვილად მისალოცია დღევანდელი დღე, ვინაიდან ჩვენს დედაქალაქს შეემატა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბრენდის ფეშენებელური სასტუმრო, რომლის ღირებულება 40 მილიონ დოლარს შეადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში, სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისის" გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა ინვესტორ ლაშა პაპაშვილს წარმატებული პროექტის განხორციელება მიულოცა და მას მადლობა გადაუხადა.


„ვუერთდები მილოცვებს, ნამდვილად მისალოცია დღევანდელი დღე, ვინაიდან ჩვენს დედაქალაქს შეემატა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბრენდის ფეშენებელური სასტუმრო, რომლის ღირებულება 40 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მინდა, ინვესტორს, ბატონ ლაშას მივულოცო ამ პროექტის წარმატებით განხორციელება, მადლობა ვუთხრა მას და მის ჯგუფს ასეთი მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებისთვის და მივულოცო დედაქალაქს, ვინაიდან ასეთი მნიშვნელოვანი, ლამაზი ობიექტი შეემატა ჩვენს ქალაქს, რაც ჩვენ ყველას ძალიან გვახარებს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


თბილისში საერთაშორისო ბრენდის ახალი სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი" გაიხსნა, რომელიც კომპანია „რედიქსმა" ააშენა.


პროექტის ჯამური ღირებულება 40 მილიონი აშშ დოლარია. სასტუმროში წარმოდგენილია სხვადასხვა კატეგორიის 170 ოთახი და საკონფერენციო დარბაზები.
ღონისძიებას თბილისის მერი კახი კალაძე, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930