3-06-2018
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ვარკეთილის მეურნეობის, სოფელი დიდი ლილოს, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), აფრიკის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, რუსთავის გზატკეცილის, გორგასლის, კოსტავას, ნიშნიანიძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ჭიჭინაძის, გუგუშვილის, დობორჯგენიძის, რაზიკაშვილის, ენუქიძის, გუმათჰესის, მშვიდობის, თვალჭრელიძის, სანაძის, ფაღავას, ქიზიყის, ერმაკოვის, ფრისის და ბერიას ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
11 საათიდან 16 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის(ნაწილობრივ), სადმელის, გამყრელიძის, კაკაბაძის, მაღალაშვილის, ამირანაშვილის, ველისციხის, საბურთალოს, ცინცაძის, საირმის, ბურძგლას, მინდელის (ნაწილობრივ), ფერმწერთა (ნაწილობრივ), თორნიკე ერისთავის (ნაწილობრივ) და მირცხულავას ქუჩების მაცხოვრებლები.
ასევე გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ნუცუბიძის და დელისის ქუჩების მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 16 საათამდე თევდორე მღვდლის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს, ხოლო 10 საათიდან 15 საათამდე ქერჩის(ნაწილობრივ) და გმირ კურსანტთა ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.