გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუხში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

28-10-2021

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრ ლევან თევზაიასთან და ‘’USAID GEORGIA”- ს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე დევიდ ჰოპმანთან ერთად, სოფელ რუხში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო -საკონსულტაციო ცენტრი გახსნა.


ცენტრი ფუნქციონირებას 10 ნოემბრიდან დაიწყებს და აფხაზეთიდან დევნილ და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს სხვადასხვა სახის მომსახურებას უფასოდ შესთავაზებს. ცენტრი დაინტერესებულ პირებს მიაწვდის ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უწყებების, დონორი ორგანიზაციებისა და საქართველოს ცენტრალური მთავრობის პროგრამების შესახებ.


ცენტრის თანამშრომლები მოსახლეობას გაუწევენ კონსულტაციებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით, საწარმოს შექმნასა და ფუნქციონირების წესებთან დაკავშირებით, ასევე, დაეხმარებიან პროექტების შედგენასა და დონორების მოძიებაში, დამსაქმებლის მაძიებლებს კი - საჭირო დოკუმენტების მომზადებაში.


პროექტი აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს ’’პროგრამებისა და სერვისების სააგენტოსა“ და USAID-ის მხარდაჭერით განხორციელდა. ღონისძიებას აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930