28-10-2021
"როგორც ჩანს ამ ოპოზიციურ არხს, ერთადერთი რამ დარჩენია, ეს მანიპულაცია რაიმე სახის ტექნიკურ შეცდომას დააბრალოს და პრაქტიკულად, ამით კიდევ უფრო სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდოს თავი'' - განაცხადა ჟურნალისტებთან უმრავლესობის წევრმა გიორგი ხელაშვილმა „მთავარი არხის" მიერ გამოქვეყნებულ Ipsos-ის კვლევასთან დაკავშირებით.
გიორგი ხელაშვილის განცხადებით, „მთავარი არხი" საერთაშორისო სკანდალში გაეხვა, როდესაც მათ Ipsos Global-ის მონაცემები დაამახინჯეს.
მისივე თქმით, Ipsos-ის ოფიციალურ გვერდზე გამჟღავნდა, რომ მონაცემები იყო სრულად მანიპულირებული.
„მინდა რამდენიმე სიტყვით გამოვეხმაურო იმ ფაქტს, რომ ოპოზიციის კუთვნილი ერთ-ერთი არხი საერთაშორისო სკანდალში გაეხვა იმის გამო, რომ მათ დაამახინჯეს Ipsos Global-ის მონაცემები, რომლის ნამდვილობა დადასტურდა იმით, რომ Ipsos-ის ოფიციალურ გვერდზე გამჟღავნდა, რომ მონაცემები იყო სრულად მანიპულირებული. ეს მტკიცებულება ყველამ ნახა. როგორც ჩანს ამ ოპოზიციურ არხს, დარჩენია ერთადერთი რამ, რომ მაგალითად, ეს მანიპულაცია დააბრალოს რაიმე სახის ტექნიკურ შეცდომას, ან რამე მსგავსს და პრაქტიკულად, ამით კიდევ უფრო სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდოს თავი. '' - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.