გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილმა უნდა გააცნობიეროს, რომ დიდხანს იქნება ციხეში, საჭიროების შემთხვევაში გადავიყვანთ გლდანის საავადმყოფოში, რომ არ დავუშვათ სამოქალაქო დაპირისპირება და ის პროვოკაცია, რომელიც მას აქვს დაგეგმილი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვა

29-10-2021

ეს არის შოუ და სპექტაკლები, რაც სააკაშვილმა დადგა შიმშილობასთან დაკავშირებით, ჯერ ერთი, რომ შიმშილობს პატიმარი, რატომ შიმშილობს, რას ითხოვს, რა მოთხოვნა აქვს, 10 ათასი პატიმარი გვყავს ჩვენ, ყველამ რომ შიმშილობა დაიწყოს და მოითხოვოს, რომ არ შეიძლება მათი საპატიმროებში ყოფნა და უნდა გადაიყვანონ კერძო კლინიკებში, წარმოგიდგენიათ რას მივიღებთ? ეს ხომ ქაოსია, ეს ხომ სახელმწიფო აღარ არის მაშინ? – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, სახელმწიფო სააკაშვილის ჭკუაზე ვერ ივლის, მით უმეტეს, არ დაუშვებს იმ პროვოკაციის ორგანიზებას, რომელიც სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში იგეგმება.


„ჩვენ ამ კაცის ჭკუაზე, რა თქმა უნდა, არ ვივლით და არასოდეს გაივლის ქვეყანა. ის ალბათ გვისმენს და მან უნდა გააცნობიეროს, რომ ის იქნება დიდხანს ციხეში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ აბსოლუტურად, მოგეხსენებათ, ჩემი დავალებით, დამატებით ექიმების ჯგუფიც შევქმენით, კონსილიუმი და ეს ყველაფერი ჩვენგან არის ორგანიზებული, იმის მიუხედავად, რომ მას, როგორც პატიმარს, სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება გაეწია და ეწევა ყოველდღიურად პენიტენციური სამსახურის მიერ. დამატებით ჩვენ შევქმენით ექიმების ჯგუფი და ყოველდღიურად ახორციელებენ მონიტორინგს, უტარებენ კონსულტაციებს და მისთვის შექმნილი გვაქვს სრული კომფორტი, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს. საჭირო დროს, საჭიროების შემთხვევაში გადავიყვანთ მას გლდანის საავადმყოფოში, იმიტომ, რომ არ დავუშვათ სამოქალაქო დაპირისპირება, პროვოკაციები და ის პროვოკაცია, რომელიც მას აქვს დაგეგმილი, რომ იმ შემთხვევაში, თუ მას გადავიყვანდით და გადავიყვანთ სამოქალაქო კლინიკაში, მოხდება დაპირისპირების, ორგანიზებული შეტევის და პროვოკაციების მცდელობა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930