გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: საქართველო, ესტონეთთან და ირლანდიასთან ერთად, ევროპული სახელმწიფოების სამეულშია, რომელთაც ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი საპროგნოზო მაჩვენებელი აქვთ

29-10-2021

ვფიქრობ, რომ 2021 წლის ეკონომიკური ზრდა იქნება ორნიშნა - ეს ემყარება იმას, რომ საქართველო კვლავაც იქნება ლიდერი ეკონომიკური ზრდის ტემპის თვალსაზრისით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ნათია თურნავამ მაგალითად მოიყვანა საერთაშორისო სავალუტო ფონდის გლობალური ეკონომიკური მიმოხილვის ანგარიში, რომლის თანახმადაც ევროპის კონტინენტზე საქართველო, ესტონეთთან და ირლანდიასთან ერთად, შედის ევროპული სახელმწიფოების სამეულში, რომელთაც ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი საპროგნოზო მაჩვენებელი აქვთ.

„პროგნოზის ავტორია საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი 2021 წლისთვის 7,7 პროცენტი იქნება. ამასთან, სავალუტო ფონდი, ტრადიციულად, ყველაზე კონსერვატიულ პროგნოზს აკეთებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდა იქნება ორნიშნა და ამას ემყარება ჩვენი რწმენა იმისა, რომ საქართველო კვლავაც იქნება ლიდერი ეკონომიკური ზრდის ტემპის თვალსაზრისით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930