გაიგე განსხვავებული

კვირა, მაისი 18, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამა ხორციელდება

29-10-2021

კასპის მუნიციპალიტეტის მერია 5 წელია მრავალსართულიანი ბინების ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე 12 სახის რეაბილიტაციას აფინანსებს. სამუშაოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანიების დახმარებით ახორციელებენ.


ფინანსდება: შიდა სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემის გაყვანილობის შეკეთება, სადარბაზოს შესასვლელში პანდუსის, სადარბაზოს კარების დამზადება და მონტაჟი, შენობის ფასადის შეკეთება, მრავალბინიანი შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრება, შენობის სახურავის შეკეთება და სხვა.


მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 80 000 ლარის დაფინანსებაა გამოყოფილი ბინათამხანაგობების საჭიროებებზე, საიდანც 37 997 ლარია გახარჯული, მიმდინარეობს ერთი ხელშეკრულების გაფორმება, ხოლო გამოცხადებულია ორი ტენდერი.


"მუნიციპალიტეტის მერიამ გასულ წელს მსგავსი პროექტები 71 884 ლარით დააფინანსა.


"ჩვენი მიზანია მათივე ჩართულობით, ხელი შევუწყოთ მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. გააქტიურდით, გამოიყენეთ შესაძლებლობა - შექმენით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები და აღნიშნული პროგრამის ხელშეწყობით მოიგვარეთ თქვენი საცხოვრებელი შენობის პრობლემები" - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031