გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: პატიმარი სააკაშვილი არაფრით არის გამორჩეული, გარდა იმისა, რომ იგი ერთ დროს იყო პრეზიდენტი და უამრავი მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე,

30-10-2021

პატიმარი სააკაშვილი არაფრით არის გამორჩეული, გარდა იმისა, რომ იგი ერთ დროს იყო პრეზიდენტი და უამრავი მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე, მეორე ის, რომ პატიმარი სააკაშვილი არ არის და არ იქნება პრივილეგირებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებას, მისივე გადაწყვეტილებით, სააკაშვილის მიმართ აქვს განსხვავებული მიდგომები.


„მოსახლეობას და საზოგადოებას რომ განვუმარტოთ, რა დამოკიდებულება აქვს სახელმწიფოს და ამ შემთხვევაში ჩვენ, მთავრობას, პატიმარი სააკაშვილის მიმართ - პირველი, რაც მინდა ვთქვა, არის ის, რომ პატიმარი სააკაშვილი არაფრით არის გამორჩეული, გარდა იმისა, რომ იგი ერთ დროს იყო პრეზიდენტი და უამრავი მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე, მეორე ის, რომ პატიმარი სააკაშვილი არ არის და არ იქნება პრივილეგირებული, თუმცა, ჩვენივე ნებით, ჩვენივე გადაწყვეტილებით, მის მიმართ გვაქვს განსხვავებული მიდგომები და რატომ - იმიტომ, რომ ჩვენ ვიმყოფებით ძალიან მგრძნობიარე პოლიტიკურ პროცესში, არ გვინდა, რომ რაიმე საბაბი მივცეთ ამ ადამიანებს, ვიცით რა მათი ბუნება და ხელწერა.


შესაბამისად, ჩემი გადაწყვეტილება იყო სწორედ ის, რომ შეგვექმნა დამატებითი ექიმების ჯგუფი, ამ ჯგუფში ჩვენ შევიყვანეთ სააკაშვილის პირადი ექიმიც და ძალიან მაღალი კვალიფიკაციის სხვა ექიმები და ამას გარდა, მოგეხსენებათ, მას 24-საათიანი მუდმივი დაკვირვების, მონიტორინგის ქვეშ ვამყოფებთ პენიტენციური სამსახურის ექიმების მხრიდან და მას მუდმივად ეწევა კონსულტაცია, მედიკამენტების, სხვა ვიტამინების, დანამატების მიწოდება, ამის თაობაზე მინისტრმა ბრეგაძემ დეტალურად ისაუბრა და იგი ჩვეულებრივ ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს ციხეში, იმ ციხეში, სადაც იგი თავისი ჯალათების მეშვეობით აწამებდა, აუპატიურებდა, ტანჯავდა და კლავდა ადამიანებს. ეს არის განსხვავება, ეს არის ჩვენი ხელწერა და როცა ოპონენტები საუბრობენ არაჰუმანურ მოპყრობაზე ჩვენი მხრიდან, ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ პატიმარი სააკაშვილის და ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე, ბუნებრივია, იგი ვერ იქნება გამონაკლისი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930