გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უკვე დაწყებული ჰქონდა გამოძიება შეთქმულებისა და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით და სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში, ერთ-ერთი გამოვლენილი ფაქტის გასაჯაროება მოხდა

30-10-2021

ჩვენ მოვისმინეთ ჩვენი ოპონენტების მხრიდან გარკვეული სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ თითქოს მხოლოდ ამ საუბრის გამო დაიწყო გამოძიება. ეს არის ძალიან დიდი სიცრუე და ტყუილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე წარმოებულ გამოძიებაზე საუბრისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უკვე დაწყებული ჰქონდა გამოძიება შეთქმულებისა და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით და სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში, ერთ-ერთი გამოვლენილი ფაქტის გასაჯაროება მოხდა.


„რაც შეეხება დანარჩენ მტკიცებულებებს და ზოგადად, მინდა ყველას ვუთხრა, რომ ჩვენი სამსახურები ძალიან წარმატებულად მუშაობენ. სწორედ ჩვენი სამსახურების მუშაობის შედეგი იყო ის, რომ სააკაშვილის პირველი დიდი პროვოკაცია, რაც უნდა მომხდარიყო 2 ოქტომბერს და მე ამის თაობაზე ვრცლად ვისაუბრე, ეს იყო მისი გეგმა, რომ რუსთაველზე, მას შეეკრიბა ათასობით მისი მხარდამჭერი, არჩევნების დღეს, არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე და შემდეგ მომხდარიყო პირდაპირ შეჯახება, დაპირისპირება პოლიციასთან და რამდენიმე ადამიანის მკვლელობაც იყო დაგეგმილი. სწორედ ამაზე იყო ერთ-ერთი მცირე მასშტაბით, რა თქმა უნდა, მისი პოლიტსაბჭოს წევრის და მისი შტაბის წევრების აღიარებითი ჩვენებები რეალურად, რომ ეს ადამიანები ახლა უკვე გეგმავენ შტურმს, მათ შორის, ხელის შეშლას გადაყვანის პროცესში და მათ შორის, გეგმა იყო კერძო კლინიკის შტურმის მცდელობაც. საბოლოო ჯამში, მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი აბსურდი და ილუზიები, რომელიც დასრულდება კრახით, ისევე, როგორც დასრულდა პირველ ოქტომბერს", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930