გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მერია მემანქანეებსა და სატრანსპორტო კომპანიას შორის შეთანხმების დოკუმენტს ასაჯაროებს

4-06-2018

დედაქალაქის მერია მერია მემანქანეებსა და სატრანსპორტო კომპანიას შორის შეთანხმების დოკუმენტს ასაჯაროებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:დედაქალაქის მერია მერია მემანქანეებსა და სატრანსპორტო კომპანიას შორის შეთანხმების დოკუმენტს ასაჯაროებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


„თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და ააიპ „ერთობა 2013“-ს შორის რამდენჯერმე დაიდო კოლექტიური ხელშეკრულება. მათ შორის: 2014 წლის 30 მაისს; 2016 წლის 28 აპრილს; 2016 წლის 24 მაისს; საბოლოოდ 2017 წლის 31 მაისს;ამ უკანასკნელის მიხედვითაც დამსაქმებელი ვალდებულია:


1. გადაუხადოს საწარმოში დასაქმებულ კავშირის წევრს დანამატის სახით: მძიმე (50ლ) და მავნე (70ლ) საშიშპირობებს მიკუთვნებულ თანამდებობებზე დასაქმებულებს;


2. საკვალიფიკაციო კლასებისათვის პირველი - 100ლ; მე-2-70ლ; მე-3-50ლ;


3. თანრიგებისათვის


4. წელთა ნამსახურება (2016 წლიდან);


5. ე.წ. „წყვეტილ სამუშაო გრაფიკისათვის“ ღამის საათებში საწარმოს ტერიტორიაზე გტარებული პერიოდისათვის - ფულადი დანამატი - 10 ლ; (2014წ-ის მაისიდან);


6. აქვთ უფასო დაზღვევა;


7. გარდაცვალების შემთხვევაში გასცეს 1000 ლარის ოდენობით დახმარება;


8. ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დამატებით 5-დღიანი ანაზღაურებადი შვებულება


9. ასევე უნაზღაურებს ავტობუსის მომსახურების საფასურს 375 ლარის ოდენობით;


10. დაოჯახების შემთხვევაში ეძლევათ დამატებით 10-დღიანი ანაზღაურებადი შვებულება და ფულადი საჩუქარი 250 ლარის ოდენობით;


11. ბავშვის დაბადების შემთხვევაში ფულადი საჩუქარი 375 ლარი;


12. თავისუფალი დღით სარგებლობა (day off)


13. ღამის საათების ანაზღაურება (22:00-06:00 საათამდე) საათობრივი ტარიფის (8,65) 20%-იანი დანამატით; (2016 წლიდან);


14. სადღესასწაულო ფულადი საჩუქარი - დაახოებით 250 ლ (2016 წლიდან);


15. მეცამეტე ხელფასი - 100% (სავალდებულო წესით გაიცემა 2016 წლიდან);


• 2016 წლის მაისის სექტემბრიდან ამოქმედდა ღამის საათების (22:00-06:00) ანაზღაურების წესი მოქმედი ტარიფის 20%-იანი დანამატით;


• 2016 წლიდან სავალდებულო წესით გაიცემა სადღესასწაულო დანამატი წელიწადში ორჯერ (აღდგომას -250 ლარი დარიცხული; წინა საახალწლოდ - ერთი თვის ხელფასი)


2014-2015 წლებშიც გაიცა სადღესასწაულო დანამატი, თუმცა ეს არ იყო სავალდებულო წესის თანახმად“-ნათქვამია მერიის მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტში. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031