გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ათანასიოს ორფანიდისი: ეროვნული ბანკის პოლიტიკის შედეგად საქართველოში ფასების სტაბილურობა შენარჩუნებულია

13-12-2024

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის პროფესორი, კვიპროსის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ათანასიოს ორფანიდისი, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას აფასებს და ამბობს, რომ ქვეყნის ცენტრალური ბანკის მთავარი მიზანი - ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა მსოფლიოში საუკეთესო პრაქტიკას წარმოადგენს.


მისივე შეფასებით, პანდემიის პერიოდში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება სწორი ნაბიჯი იყო. ამის შედეგად, საქართველოში ფასების სტაბილურობა შენარჩუნებულია.


„ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცალსახადაა გაწერილი, რაც მსოფლიოში საუკეთესო პრაქტიკას წარმოადგენს. სებ-ი ერთ-ერთი პირველი ცენტრალური ბანკი იყო, რომელიც სწორად მოიქცა და გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა. ეს კარგი ნაბიჯი იყო“, - განაცხადა ათანასიოს ორფანიდისმა.


კვიპროსის ცენტრალური ბანკის ექსპრეზიდენტი საქართველოში ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებული კონფერენციის - „მონეტარული პოლიტიკის განვითარების შემდგომი ნაბიჯები“ ფარგლებში იმყოფებოდა.


როგორც მან კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, გაურკვევლობით სავსე სამყაროში დროულია მსჯელობა, თუ როგორი ტიპის მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოებს შეუძლია დაეხმაროს ცენტრალურ ბანკებს სამომავლოდ მონეტარული პოლიტიკის გაუმჯობესებაში.


„არსებული პრაქტიკის შესწავლა და ცვლილებების ხედვებზე მუშაობა ძალიან კარგი სავარჯიშოა სამომავლოდ პოლიტიკის გასაუმჯობესებლად. ჩემი აზრით, საქართველოს ეროვნული ბანკი ამჟამად ამუშავებს ჩარჩოს, რომელიც სწორედ ამ ისტორიულ გაკვეთილს ეყრდნობა და ეს ძალიან კარგია“, - განაცხადა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის პროფესორმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031