მეტროს თანამშრომლის, ნუგზარ გაგუას განცხადებით, გაფიცულები მოლაპარაკებისთვის მზად არიან.
მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის დანამატები და პრემიები უნდა შეიზღუდოს და მეტროს პერსონალის ხელფასის გაზდა ამ გზით მოხდეს.
ამის შესახებ მემანქანემ დედაქალაქის მერის, კახა კალაძის საპასუხოდ განაცხადა.
„ჩვენ არ ვსაუბრობთ შანტაჟისა და ულტიმატუმის ენით. ჩვენ ყოველ წუთსა და ყოველ წამს მზად ვართ, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და დათმობებზეც წავიდეთ. ჩვენ არ ვცდილობთ საზოგადოებისთვის პრობლემების შექმნას, ჩვენ ყოველთვის ვითხოვდით, რომ შეეზღუდათ თავიანთი დანამატები, პრემიები და იმ თანხებიდან მომხდარიყო მუშა-პერლონალისთვის ხელფასის გაზრდა.
მემანქანის ხელფასი 1093 ლარია, პლიუს დანამატი 55 ლარი - მავნე პირობებისთვის, ღამით მოცდენის საათები - 31.60 ლარი. მთლიანობაში ხელზე ასაღები თანხა 1200 ლარამდე"- განაცხადა მემანქანემ.
შეგახსენებთ, რომ კალაძე მეტროს თანამშრომლების გაფიცვას შანტაჟად აფასებს.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არ დავუშვებ, რომ თბილისის მოსახლეობა დაზარალდეს შანტაჟისა და გაურკვეველი, სრულიად დაუსაბუთებელი ულტიმატუმების გამო“- განაცხადა კალაძემ.