გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გერმანიის სისხლის სამართლის პოლიცია ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობას „საუკეთესოდ“ აფასებს

4-06-2018

„გერმანიის სისხლის სამართლის პოლიციამ ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობა მაღალ დონეზე - „საუკეთესოდ“ შეაფასა“-ამის შესახებ გერმანული გამოცემის, «Tagesschau»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი.


„იმისათვის, რომ თანამემამულეებს ევროკავშირისადმი ყალბი იმედები და ილუზიები არ ჰქონდეთ, საქართველოს მთავრობა ცდილობს მოსახლეობას უვიზო რეჟიმის პრინციპები ფართო სააგიტაციო-პროპაგანდისტული კამპანიის მეშვეობით განუმარტოს. შინაგან საქმეთა მინისტრი იმოწმებს უკვე მიღებულ სხვადასხვა ზომებს, მათ შორის გერმანიის ფედერალურ მთავრობასთან და ექვს ფედერალურ მხარესთან დადებულ შეთანხმებებს ორგანიზებული დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. სხვათა შორის, «Tagesschau»-ს თხოვნით, გერმანიის სისხლის სამართლის პოლიციამ ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობა მაღალ დონეზე - „საუკეთესოდ“ შეაფასა. ამას მოწმობს ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ბერლინის საელჩოში პოლიციის ატაშე მუშაობს, ხოლო თბილისში არსებულ შინაგან საქმეთა სამინისტროში - სპეციალური თანამშრომელი, რომელსაც გერმანიის პოლიციასთან კავშირი ევალება“-წერს გამოცემა.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031