გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, კასპში სამუშაოები ხორციელდება

2-11-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, კასპის მუნიციპალიტეტში სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.


აღნიშნული პროექტი მოიცავს ორი ცენტრალური ქუჩის საფეხმავლოების, მასზე განთავსებული შენობების გარე ფასადების, მიმდებარე გიორგი სააკაძის და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის სკვერების რეაბილიტაციას ანუ ქალაქის ცენტრის ურბანულ განახლებას.


ამჟამდ სკვერში წვეთოვანი მორწყვის, ფილების დასაგები წინასწარი სამუშაოები (ბეტონის მოწყობა), პარალელურად კი შენობების გარე ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.


"კასპში ასეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები 50 წელია არ ჩატარებულა. ქალაქის ცენტრის სრული განახლება მიმდინარეობს, იერსახე ეცვლება როგორც სახელმწიფო ისე კერძო საკუთრებაში არსებულ ობიექტებს. პროექტის დასრულების შემდეგ მივიღებთ მოწესრიგებულ, გალამაზებულ ცენტრს, შენობებსა და გარემოს, ორივე სკვერი კი კასპელთათვის მეტად საყვარელი ადგილი გახდება" - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930