გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროექტის „კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეებში საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში" ფარგლებში ხელოვნების სკოლებში კონცერტები ჩატარდება

3-11-2021

3-6 ნოემბერს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის (სამხატვრო ხელმძღვანელი ელისო ვირსალაძე) ორგანიზებით, პროექტის „კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეებში საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში" დასკვნითი ეტაპი განხორციელდება.


პროექტის ფარგლებში 4 კონცერტი ჩატარდება თბილისის მერიის შემდეგ ხელოვნების სკოლებში:


3 ნოემბერი - სკოლა # 2

4 ნოემბერი - სკოლა # 26

6 ნოემბერი - სკოლა # 4, სკოლა # 3


კონცერტებში მონაწილეობს თბილისის ქალთა გუნდი ომარ ბურდულის ხელმძღვანელობით.


პროექტის „კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეებში საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში" მიზანია ეტაპობრივად, რეგულაციების სრული დაცვით შესთავაზოს საზოგადოებას შემეცნებითი ლექცია-კონცერტები და გააცნოს კლასიკური მუსიკის საოცარი სამყარო საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში მცხოვრებ ახალგაზრდებს და მოზარდთა იმ კონტინგენტსაც, რომელსაც ადრე შეხება არ ჰქონია კლასიკურ მუსიკასთან, კლასიკური მუსიკით დააინტერესოს ახალგაზრდა თაობა და ხელი შეუწყოს მოსმენის კულტურის განვითარებას.


კონცერტების მსვლელობისას თავად მუსიკოს-შემსრულებლები საინტერესო ფორმით მოუთხრობენ ბავშვებს მუსიკაზე, მუსიკოსებზე, კომპოზიტორებზე, ეპოქაზე, ნაწარმოებებსა თუ ინსტრუმენტებზე. აღნიშნულ ღონისძიებებს ინტერაქციული, შემეცნებით-გასართობი ფორმა აქვს.


აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში მიმდინარე წლის ივლისსა და სექტემბერში კონცერტი-საუბრები ჩატარდა სამეგრელოში, გურიასა და კახეთში, ჯამში 19 კონცერტი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930