4-11-2021
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის სამმართველოს ხელმძღვანელმა, სანტიაგო ალონსო როდრიგესმა ხელი მოაწერეს განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებების ოქმს.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამომავლო მხარდაჭერა გათვალისწინებულია განვითარების ისეთი მიმართულებებისთვის, როგორიცაა პროფესიული განათლება, კერძო სექტორის მხარდაჭერა, ენერგეტიკა და ენერგოეფექტურობა, მდგრადი ურბანული განვითარება, ასევე, კარგი მმართველობა.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და საქართველო განვითარების სფეროში თითქმის 30 წელია, თანამშრომლობენ. მხოლოდ ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერამ, ჯამურად, დაახლოებით 1.3 მილიარდი ევრო შეადგინა.