გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს პირადად გააკონტროლებს

4-06-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა მალხაზ მაჩალიკაშვილთან და მისი ოჯახის უფლებადამცველთან  დასრულდა. მარიამ კუბლაშვილის განცხადებით,  პრემიერ-მინისტრმა მათ პირობა მისცა, რომ მაჩალიკაშვილის საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს.

„ჩვენ კიდევ ერთხელ გავიარეთ ყველა ის დეტალი, რომელიც აქტუალურია, მოხდა აქცენტირება ყველა დეტალზე.  პრემიერ-მინისტრი გვისმენდა და აშკარა იყო, რომ მან იცოდა ამ საქმის შესახებ გარკვეული დეტალები, მოგვცა პირობა, რომ უახლოეს პერიოდში პირად კონტროლს გაუწევს ამ საქმეს. ძალიან რთული პრობაა მისი მხრიდან. ჩვენს მოთხოვნებს, იმას რა დეტალებზეც მე ვისაუბრე, უშუალოდ შეისწავლის კიდევ ერთხელ და  რეაგირება მოჰყვება.  ჩვენ მივიღეთ სამძიმარი, ეს იყო მშვიდობიანი შეხვედრა. კონკრეტული შედეგი, რომ დღეს გამოვედით და ხვალ დაისჯება დამნაშავე, ჯერ არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს პირობა, რომ ყველა ჩვენი მოთხოვნა იქნება დეტალურად შესწავლილი. ეს იყო მისი ადამიანური, პირადი პირობა, რომ ამ საკითხზე იგი გააკეთებს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს. კონკრეტული დეტალები თავისი მოქმედებების მას არ გაუმხელია, ჩვენი მოთხოვნა კი არის უცვლელი, უნდა დაისაჯონ დამნაშავეები.  თუ ჩვენ სამართალს ვერ ვიპოვით, ცხადია, აქციები  კიდევ უფრო მასშტაბური იქნება. პრემიერს მიეცა გონივრული ვადა, დაახლოებით 10-14 დღე“,-განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნა გუშინ საღამოს აქციის მიმდინარეობისას გაჟღერდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031