გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პირი, რომელმაც საკუთარი მამა მაკრატლით დაჭრა, სასამართლომ დამნაშავედ ცნო

4-06-2018

საჩხერის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მამის მიმართ ჩადენილ ძალადობაშიბრალდებული, წარსულში ნასამართლევი ა.ხ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნო.


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 28 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, საჩხერის მუნიციპალიტეტში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, ოჯახური ძალადობისთვის ნასამართლევმა ა.ხ–მ მამამისს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, სახეში ხელი გაარტყა და მაკრატლით ზურგის არეში მიაყენა დაზიანება. ა.ხ.–ს ქმედებით დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა და სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.


სამართალდამცველებმა ა.ხ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


საჩხერის რაიონულმა სასამართლომ ა.ხ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031