8-11-2021
პირველად საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში, მანდატურის სამსახურმა სასკოლო მედიაციის განხორციელება დაიწყო.
სასკოლო მედიაცია საგანმანათლებლო დაწესებულებაში აღდგენითი პროცესების, სასკოლო კონფლიქტებზე რეაგირების და მათი კონსტრუქციული გზით გადაჭრის საუკეთესო მექანიზმია. მედიაციის მიზანია, ადრეული და ეფექტური ჩარევით, კონფლიქტური სიტუაციის მშვიდობიანი გადაწყვეტა, პროაქტიული რეაგირება და პრევენცია.
მედიაციის პროცესს მანდატურის სამსახურის სპეციალურად გადამზადებულიმედიატორები: ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს კოორდინატორები გაუძღვებიან.
სასკოლო მედიაციის კონცეფცია და მედიაციის გაწევის წესი მანდატურის სამსახურმა ევროპელ და ადგილობრივ ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიმუშავა. სასკოლო მედიაცია არის სრულიად ახლებური მიდგომა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში და წარმატებული დასავლური პრაქტიკა.
საწყის ეტაპზე, სასკოლო მედიაცია საპილოტედ შერჩეულ, საქართველოს 29 საჯარო სკოლაში განხორციელდება, მათ შორის, აჭარის, იმერეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის რეგიონებსა და თბილისში.