გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ იუსტიციის მინისტრი უახლოეს რამდენიმე საათში გააკეთებს ვრცელ განმარტებას

11-11-2021

იუსტიციის მინისტრი უახლოეს რამდენიმე საათში წარსდგება საზოგადოების წინაშე და გააკეთებს ვრცელ განმარტებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, მას ამ თემაზე ვრცელი კომენტარის გაკეთება არ სურს.


„მე არ მსურს, ამ თემაზე ვრცელი კომენტარი გავაკეთო. ეს არ არის ჩემი პრეროგატივა. იუსტიციის მინისტრი უახლოეს რამდენიმე საათში წარსდგება საზოგადოების წინაშე და გააკეთებს ვრცელ განმარტებას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31