გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საზღვარგარეთ და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსწავლეებისთვის ესეებისა და ვიდეორგოლების კონკურსი გამოცხადდა

11-11-2021

მეცნიერების პოპულარიზაციის პროექტის „მეცნიერებისკალენდარი – 2021“ ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი სახელწოდებით „ანიდან ჰოემდე“ კონკურსსაცხადებს.

 

 

კონკურსის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ მოსწავლე-ახალგაზრდებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ სკოლის მოსწავლეებში ქართული მეცნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლება, მისიპოპულარიზაცია და ქართული ენის ცოდნის განმტკიცება, რაც მათ ქართულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცესთან დააახლოებს.

 

 

ქართული ანბანის შესახებ ესეები და ვიდეორგოლები კონკურსის წესით შეფასდება და თითოეულ ნომინაციაში საუკეთესო ნაშრომები (როგორც ესეს, ისე ვიდეორგოლის) გამოვლინდება. აუცილებელია, რომ საკონკურსო ნამუშევრები შესრულებული იყოს ქართულ ენაზე.

 

კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ 10-17 წლის ახალგაზრდებს  –საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებსა და უცხოეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებიც საზღვარგარეთის სკოლებში იღებენ განათლებას. 

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის 14 ნოემბერს, 12:00 საათზე (საქართველოს დროით) გაიმართება ონლაინ ტრენინგი, რომელზე დასწრებაც თავისუფალია.  რეგისტრაციისათვის 11 ნოემბრიდან 12 ნოემბრის 24:00 საათამდე (საქართველოს დროით) გამოგზავნეთ შევსებული  ფორმა N2  შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: contact.icege@gmail.com.

გაცნობებთ, რომ 13 ნოემბერს მხოლოდ რეგისტრირებული მონაწილეები მიიღებენ ტრენინგზე დასწრებისთვის შესაბამის ბმულს.

 

საკონკურსო განაცხადებისა და ნაშრომების მიღება ელექტრონულ ფოსტაზე: contact.icege@gmail.com2021 წლის 11 ნოემბრიდანდაიწყება  და 2021 წლის 30 ნოემბრის 18:00 საათამდე (საქართველოს დროით) გაგრძელდება.  ხოლო საუკეთესო ესეებისა და ვიდეორგოლების გამოვლენა და ავტორთადაჯილდოება 2021 წლის დეკემბერს გაიმართება.

 

მეცნიერების მხარდაჭერა და ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სივრცეში პოპულარიზაციის ხელშეწყობა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით სამინისტრო, „მეცნიერებისკალენდარი – 2021“ ფარგლებში,არაერთ აქტივობას ახორციელებს, მათ შორის – სამეცნიერო თემატიკის კონკურსებს, მასტერკლასებს, გამოფენებს, ლექციებსა და სხვადასხვა სახის შემეცნებით და სახალისო ღონისძიებებს.

 

კონკურსის დეტალები იხილეთ ბმულზე: https://mes.gov.ge/content.php?id=12658&lang=geo

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930