გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
წიაღის ეროვნულმა სააგენტომ წიაღის უკანონოდ მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინა

11-11-2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტოს სალიცენზიო პირობების კონტროლის სამსახურის თანამშრომლებმა, წიაღის უკანონოდ მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს.


სალიცენზიო პირობების შესრულების მდგომარეობის შემოწმებისას, სამართალდარღვევა გარდაბნისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა. კერძოდ, სოფელ ყარაჯალარის მიმდებარე ტერიტორიაზე ექსკავატორების მეშვეობით წიაღით სარგებლობის ფაქტი ხორციელდებოდა. გამონამუშევარი სივრცის და ტრაქტორების დგომის ადგილების გადამოწმებისას დადგინდა, რომ ქვიშა-ხრეშის მოპოვება წიაღით სარგებლობის ლიცენზიის გარეშე მიმდინარეობდა. ასევე, ერთ-ერთი იურიდიული პირი სოფელ ხაშმის/მუღანლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ქვიშა-ხრეშის მოპოვებას კუთვნილი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის კონტურს გარეთ, სამთო მინაკუთვნიდან 25 მეტრის დაშორებით ახორციელებდა. ამასთან, მცხეთის მუნიციპალიტეტიში მდინარე ქსანზე წიაღით სარგებლობის ფაქტი დაფიქსირდა, რომელიც წიაღით სარგებლობის ლიცენზიის გარეშე მიმდინარეობდა.


წიაღის ეროვნული სააგენტომ, ზემოაღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით შემდგომი რეაგირების მიზნით, ინფორმაცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს მიაწოდა.


აღსანიშნავია, რომ წიაღის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია შეამოწმოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელი სუბიექტების საქმიანობა. რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც წიაღის მოპოვება ლიცენზიის გარეშე ხორციელდება, მათი შესწავლა სცილდება სააგენტოს უფლებამოსილებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930