გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ხანიშვილი IFAD-ის საქართველოს პროგრამების ახალ დირექტორს ფიდი რაჯაონსონს შეხვდა

14-11-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეირნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ფონდის (IFAD) საქართველოს პროგრამების ახალ დირექტორს, ფიდი რაჯაონსონს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში ფონდის მიერ დაფინანსებული პროგრამის „მერძევეობის მოდერნიზაცია და ბაზრებზე წვდომა“ (DIMMA) მიმდინარეობა შეაფასეს და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.


„ჩვენი მთავარი ამოცანაა, ქვეყანაში ბიზნესზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობა განვითარდეს. მერძევეობის მოდერნიზაციისა და ბაზრებზე წვდომის (DIMMA) პროგრამაც სწორედ ამას უწყობს ხელს. პროგრამა,მერძევეობის სექტორის ღირებულებათა ჯაჭვს, ფაქტობრივად, სრულად ფარავს. თითოეული ასეთი პროგრამის წარმატებამნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე“,- განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.


როგორც შეხვედრაზე IFAD-ის საქართველოს პროგრამების დირექტორმა, ფიდი რაჯაონსონმა აღნიშნა, პროგრამისმიმდინარეობის ამჟამინდელეტაპს ფონდი დადებითად აფასებს.


„საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითრების სახელმწიფო პოლიტიკა სრულ თანხვედრაშია IFAD-ის პრიორიტეტებთან. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ საქართველოს მხარი დავუჭიროთ დარგის სამომავლო განვითარებაში და არსებული ამოცანების შესრულებაში. DIMMA-ს პროექტის წარმატებით განხორციელებაიქნება წინაპირობაIFAD-ის მხრიდან კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნა ფიდი რაჯაონსონმა.


სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) მიერ დაფინანსებული „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის” (DIMMA) პროგრამა საქართველოში 2020 წლიდან ხორციელდება. პროგრამის მიზანია საქართველოში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სიღარიბის შემცირება და ეკონომიკური განვითარება მოქნილი და მდგრადი მერძევეობის დარგის ჩამოყალიბების და მერძევეობის სექტორის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების გზით. პროგრამა ითვალისწინებს მერძევეობის სექტორში დასაქმებული ფერმერების გრანტებით უზრუნველყოფას, სადემონსტრაციო ფერმების მოწყობას, სწავლებებს სხვადასხვა მიმართულებით, საძოვრების მართვასთან დაკავშირებულსაკითხებს და ა.შ. აღსანიშნავია, რომ პროგრამა ასევე ფინანსდება საერთაშორისო ორგანიზაციის ,,ადაპტაციის ფონდი“(Adaptation Fund) გრანტით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930