გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგამოძიებო სამსახურის დელეგაცია ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

15-11-2021

მიმდინარე წლის 08-12 ნოემბრის პერიოდში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის - სოსო რამიშვილის ხელმძღვანელობითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიიციის ატაშეს, გიორგი მეზვრიშვილის ხელშეწყობით, წარიმართა საგამოძიებო სამსახურის დელეგაციის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ანკარაში. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები ვაჟა ფანოზიშვილი და ვახტანგ ფარესიშვილი და ამავე სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი ლევან ძნელაძე. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები თურქეთის რესპუბლიკის ნაციონალური პოლიციის კონტრაბანდისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის (KOM), ხაზინის და ფინანსთა სამინისტროს ფინანსური დანაშაულების საგამოძიებო საბჭოს (MASAK) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელ პირებს შორის.


საგამოძიებო სამსახურისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეზობელი ქვეყნისა და ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორის კოლეგა უწყებასთან თანამშრომლობა. შესაბამისად, ზემოხსენებული შეხვედრების ფარგლებში, განხილულ იქნა კონკრეტული აქტუალური საკითხები და განისაზღვრა პრიორიტეტული მიმართულებები სამომავლოდ მჭიდრო პროფესიული თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით.


საგამოძიებო სამსახურის უფროსის - სოსო რამიშვილის შეფასებით, ეს ვიზიტი ნამდვილად გახდება უწყებებს შორის სასარგებლო პროფესიული თანამშრომლობის დასაწყისი, რაც კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლას მათი ტრანსნაციონალური ბუნებიდან გამომდინარე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031