გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 20, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ყაზბეგში დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

15-11-2021

საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოსული ავტომობილის (რომელსაც რუსეთის მოქალაქე მ.მ. მართავდა) დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა 495 ცალი მაჯის საათი და 20 ერთეული ტყავის სამაჯური.


განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 22 551 ლარი შეადგინა.


საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031