გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტი გამოავლინა

16-11-2021

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მოტყუებით სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, დაკავებულ იქნა ორი პირი, ხოლო სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა სამი პირი.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2020 წლის პერიოდში, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, დაამზადეს და გამოიყენეს ჯამში 762 000 ლარის ღირებულების საქონლისა და მომსახურების ფიქტიური მიწოდების ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რა გზითაც შეიქმნეს 116 234 ლარის ოდენობის ყალბი აქტივი, რომელიც შემდგომ სრულად გამოიყენეს ბიუჯეტის მიმართ არსებული ვალდებულებების დასაფარავად.


საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 185-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930