გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილი იმდენადაა დაბრმავებული საკუთარი ქვეყნის სიძულვილით, მზადაა ნებისმიერ გაყალბებაზე წავიდეს

5-06-2018

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საერთაშორისო პოზიციების წინააღმდეგ დიდ დარტყმას ამზადებს.

მისივე თქმით, ამ პროცესში ივანიშვილთან ერთად იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებიც არიან ჩართულნი.

„ჩვენი ინფორმაციით, ივანიშვილი ამზადებს ძალიან დიდ დარტყმას საქართველოს საერთაშორისო პოზიციების წინააღმდეგ. საქმე ისაა, რომ თქვენ იცით, რუსეთმა გაითამაშა, რომ აღარ თანამშრომლობს ჰააგაში საერთაშორისო სასამართლოსთან. ამავე დროს, რუსეთმა შემოუთვალა ჰააგის სასამართლოს - თუ რამე გინდათ, 2008 წლის ომის საქმეში საქართველო გაამტყუნეთ და მაშინ დავბრუნდებით სასამართლოში. სამაგიეროდ თავისი აგენტურის საშუალებით ყველაფერს აკეთებენ, რათა ინფორმაცია ისე წარმოაჩინონ, რომ ქართული სამხედროები იყოს დადანაშაულებული ჰააგის სასამართლოში იმ პირობებში, როდესაც იქ რუსეთზე ხელი არ მიუწვდებათ და რუსეთი ოფიციალურად არცაა ამ პროცესის ნაწილი.
ერთი სიტყვით, იმდენად დაბრმავებულია საკუთარი ქვეყნის სიძულვილით ივანიშვილი, რომ მზადაა წავიდეს ნებისმიერ გაყალბებაზე. ამაში მონაწილეობს ის, წულუკიანი და სუს-ის თანამშრომლები, რომლებიც მოწმეებს ამუშავებენ“- განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, მოსალოდნელი საფრთხის გამო ქართველი ხალხი მობილიზებული უნდა იყოს.

როგორც ექს-პრეზიდნეტმა აღნიშნა, მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია ზუსტია.

„მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ ზუსტი ინფორმაციაა და ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს. ეს ჩვენს ზურგს უკან მზადდება. ამას შეიძლება ჰქონდეს მძიმე ისტორიული შედეგები საქართველოსთვის.
ჩვენ უნდა ვიყოთ მობილიზებულები და ფრთხილად. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. საქართველო მართალია, მსხვერპლია, მაგრამ საქართველოს მართავს მეხუთე კოლონა, რუსეთის დასმული კაცი, რომელიც აკეთებს ზუსტად იმას, რა დავალებაც ჰქონდა მიღებული თავის დროზე პუტინისგან, მათ შორის საერთაშორისო მექანიზმების ამ მიმართულებით გამოყენებისა.
თუ ივანიშვილმა თავისი გაიტანა და ამ პირობებში, როდესაც პრაქტიკულად ყველა ბერკეტი მის ხელში, აღმოჩნდება, რომ საქართველო ყველაფერში გამტყუნდება.
ესაა მისი გეგმაზომიერი გადაწყვეტილება, ამისთვისაა საქართველოში.
ეს კაცი ალბათ მალე დასრულდება, მაგრამ, სანამ ის დასრულდება, ამან შეიძლება ქართული სახელმწიფოებრიობა დაასრულოს“- განაცხადა სააკაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031